„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“კანონი - მმართველი გუნდის გამოხმაურება
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონს დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა მმართველი გუნდი. კახა კალაძის განცხადებით, კანონი არანაირად არ იქნება ხელისშემშლელი ევროკავშირის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების პროცესში, პრემიერმა კი უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, ელოდება თუ არა ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოსგან კანონთან დაკავშირებით რაიმე კრიტიკულ გადაწყვეტილებას.