„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“კანონპროექტების განხილვა იწყება

პარლამენტში „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა იწყება. რამდენიმე წუთში, პროექტზე დეპუტატები საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე იმსჯელებენ.

დოკუმენტები კვლავ პოლიტიკური უთანხმოების თემაა. განხილვის პარალელურად, პარლამენტის შენობასა და მის გარეთ აქციებს მართავენ ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.