უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით დამტკიცება, შეფასებების თემაა პოლიტიკოსებს შორის. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს კანონპროექტი საქართველოს დასავლურ კურსს აშორებს და მისი გაწვევის მოთხოვნით აქციები არ შეწყდება. უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი არსებულ გამოწვევებს პასუხობს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.