დღეს 18:00 საათზე იუსტიციის სახლების სამუშაო საათების დასრულებასთან ერთად ამოიწურა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სადაო კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადა.
რეგისტრაციის ვალდებულებას კანონი აკისრებს ყველა არასამთავრობო და მედია ორგანიზაციას, რომლის წლიური შემოსავლის მინიმუმ 20 %-ს შეადგენს უცხოური დაფინანსება. სამოქალაქო და ოპოზიციური სპექტრი საკითხს აკრიტიკებს. არასამთავრობო ორგანიზაციების უმეტესობა რეგისტრაციას არ გეგმავს და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.
რა პოზიცია აქვთ საკითხის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს და არსებობს თუ არა უკვე რაიმე სტატისტიკა – ანა ბროლაძე დეტალებით.