რამდენიმე საათში ძალაში შევა კანონი, რომელიც ორთვიანი პროტესტის ფონზე მიიღეს.
უცხოეთიდან დაფინანსებულ არაკომერციულ ორგანიზაციებს ახალი ვალდებულებები სექტემბრის დასაწყისიდან დაეკისრებათ. ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან მიღებული თანხა შეადგენს, სამ თვეში შესაბამის ბაზაში უნდა დარეგისტრირდნენ და უცხო ძალის ინტერესის წარმომადგენლის სტატუსი მიიღოს. ამ დროიდან კანონის ადრესატებს შემოსავლების და მიზნობრიობის დეკლარირებაც მოუწევთ. პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ რეზონანსული კანონი პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერით ამოქმედდება. უკვე ცნობილია მესამე სექტორის ნაწილის პოზიცია. ორგანიზაციების ნაწილი დაუმორჩილებლობას აცხადებს და კანონის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებს, რაც ავტომატურად ფინანსურ ჯარიმებს, ჯარიმების გადაუხდელობა კი საბანკო ანგარიშის დაყადაღებას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდებიან, რის შემდეგაც სამართლებრივი დავა დიდი ალბათობით სტრასბურგში გაგრძელდება.