დღეიდან ძალაში შევიდა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი. იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებენ, გამჭვირვალობის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება, ორ თვეში, სექტემბრის დასაწყისიდან ექნებათ.
საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის ფონზე სადავო კანონის ამოქმედებას მოჰყვება თუ არა პერსონალური სანქციები – ეს საკითხი პოლიტიკურ სპექტრში აქტუალობას არ კარგავს. „ქართული ოცნების“ წევრები აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებაში პარტნიორების კრიტიკას არ იზიარებენ და სანქციებით მუქარას, ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარს უწოდებენ.