შეერთებული შტატების სანქციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე ლაპარაკობენ. არგუმენტად უცხოური ჩარევის შესახებ საფრანგეთის სენატის მიერ დამტკიცებული კანონი მოჰყავთ. ამ არგუმენტს არ იზიარებენ ოპოზიციაში, სადაც აცხადებენ, რომ ფრანგულ რეგულაციებსა და საქართველოში დამტკიცებულ სადავო კანონს შორის არსებობს კონკრეტული განსხვავებები.