უცხოელი ექსპერტები „საძელეს“ საბაგირო გზას ამოწმებენ

ქართული, ფრანგული და ავსტრიული კომპანიების ექსპერტები გუდაურში მუშაობას განაგრძობენ.

სპეციალისტები საძელეს საბაგირო გზას შემოწმებას უტარებენ. რამ გამოიწვია გაუმართავობა, რომლის შედეგადაც 11 ტურისტი დაშავდა, ჯერ უცნობია.

სპეციალისტები უკვე გაეცნენ იმ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანია დოპელმაიერის მიერ დამზადებული საბაგიროს მონტაჟს, ექსპლუატაციასა და ინსპექტირებას ეხება.