ამერიკის მიერ დაფინანსებული „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ გარშემო ხმაური არ წყდება.
მმართველი პარტიის ლიდერების შემდეგ, რომლებიც ამერიკულ ფონდს საქართველოში დაფინანსებული პროექტების შესახებ ანგარიშის გასაჯაროებას ამ დრომდე უშედეგოდ თხოვენ, დემოკრატიის ეროვნულ ფონდს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევაში, ამჯერად ჩინეთის საგარეო უწყება ადანაშაულებს. სხვა ქვეყნების ხელისუფლებების დამხობაში მონაწილეობა, უთანხმოებისა და კონფრონტაციის გაღვივება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ბრალდებებისა, რასაც ჩინეთის დიპლომატიური უწყება ამერიკულ ფონდს უყენებს. ვრცელ ანგარიშში ნახსენებია საქართველოც და ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის მაისში უცხოურ აგენტების წინააღმდეგ თბილისში მიმდინარე აქციები, სწორედ შტატების მიერ დაფინანსებულმა „დემოკრატიის ეროვნულმა ფონდმა“ წაახალისა.