უჩა აბაშიძისა და მისი მეუღლის საქმის არსებითი განხილვა განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. ადვოკატები შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც პროკურატურის მოწმეების გამოკითხვა დაიწყება. როგორც პროკურორმა განაცხადა, პროკურატურას დაახლოებით 80-მდე დაზარალებული ჰყავს და ეს მოწმეები სასამართლოში გამოიკითხებიან. ისინი არიან ადამიანები, რომელთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გადაღება-შენახვას ედავებიან ბრალდებულებს. სხდომაზე თავად უჩა აბაშიძე არ ესწრება, მეორე ბრალდებული კი სხდომათა დარბაზში იმყოფება. სხდომა დახურულია პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამო. უჩა აბაშიძე დანაშაულს არ აღიარებს და მის დაკავებას პოლიტიკურს უწოდებს.