კახა კალაძის გადადგომის მოთხოვნით, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. აქციაში მოქალაქეები, მოძრაობა „საზოგადოებრივი წინააღმდეგობის“ და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მონაწილეობენ. მათი თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა თბილისის მერმა უნდა აიღოს.