მამაკაცი, რომელიც ზუგდიდში ნაშალი მიწის ქვეშ მოყვა, გარდაცვლილი იპოვეს.
13-საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. 72 წლის მამაკაცი გუშინ არტეზიული ჭის წმენდის დროს, მიწის და თიხის ნაშალის ქვეშ, დაახლოებით ცხრა მეტრის სიღრმეში მიწის ქვეშ მოყვა.
ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.