მოსალოდნელი შტორმი აჭარის სანაპიროზე. უხვი ნალექის გამო, პრობლემები შეიქმნა ბათუმში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში. შიდა ადმინისტრაციულ და ცენტრალურ საავტომობილო გზებზე, კონკრეტულ ადგილებში მეწყერი ჩამოწვა. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო შტაბმა დაიწყო მუშაობა.