უბედური შემთხვევა თბილისში.
დედაქალაქში უამინდობას მსხვერპლი მოჰყვა. ვარკეთილში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია და გამვლელები ქვეშ მოიყოლა. გარდაცვლილია 40 წლამდე ქალბატონი, კიდევ ერთი ადამიანი კი მძიმე დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ის ამ დრომდე ინტენსიურ განყოფილებაში რჩება.
სტიქიის შედეგად დაზარალდა მოქალაქე გორშიც.
ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულია ავტომობილები და შენობების სახურავები თბილისში, გორსა და რუსთავში. აქტიურ რეჟიმში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. რაც შეეხება ამინდის პროგნოზს, სინოპტიკოსების ვარაუდით, ცვალებადი ამინდი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 16 აპრილამდე შენარჩუნდება.