უამინდობის გამო მუსიკალური ფესტივალი გადაიდო

უამინდობის გამო ოქსიგენფესტი ჩაიშალა. რუსთავის პირველ საფესტივალო სივრცეში მისულ მსმენელს საკონცერტო ინფრასტრუქტურა ძლიერი ქარისა და წვიმის გამო დაშლილი დახვდათ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფესტივალი, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში განახლდება.