მეოთხე დღეა, ქუთაისში და იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარია. სტიქიის შედეგად, 200-ზე მეტი ობიექტის, მათ შორის საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების სახურავებია დაზიანებული, ქალაქში მოთხრილია ხეები და პრობლემაა წყლის მომარაგების კუთხით. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს – ძლიერი ქარის შედეგად რეგიონში სულ 567 შენობას ნაწილობრივ აქვს სახურავი გადახდილი, მოსახლეობის ნაწილს კვლავ შეზღუდვით მიეწოდება ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი.
პრობლების მოგვარების მიზნით სამუშაო ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში მუშაობენ. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში შექმნილია ცხელი ხაზი და მოსახლეობას 24-საათიან რეჟიმში შეუძლია არსებული პრობლემის შესახებ დაუკავშირდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში შექმნილ საგანგებო შტაბებს.