ძლიერ ქარს ლანჩხუთში, სოფელ ლესაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა – მიმავალ ავტომობილს ხე დაეცა და ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა სამეგრელოსა და გურიის რეგიონში. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. რეგიონების ნაწილს არ მიეწოდებოდა წყალი და ელექტროენერგია. აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ზარალის ზუსტ ოდენობას სპეციალური კომისიები დაადგენენ.
თეა აბსარიძე განავრცობს თემას.