ლენტეხის მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. ორდღიანი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, გზის დაახლოებით 40-მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. რის გამოც სოფელი ტვიბი გარე სამყაროს მოწყდა. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სამუშაოები.