ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა. სოფელ ჰერეთისკარში ქარმა ხეები წააქცია, ბაისუბანსა და ნინიგორში კი რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური, რომელმაც ხეებისგან ჩახერგილი გზა გაათავისუფლა.
რა ზარალი მიადგა რეგიონს, ჟანა დიდებაშვილი საუბრობს კახეთიდან.