უამინდობა კახეთში

გადაუღებელი წვიმის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასამხრალში რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სარდაფი დაიტბორა. სოფელში სანიაღვრე არხების მოწყობის პროექტი წელს განხორციელდა, თუმცა ჭარბი ნალექი სანიაღვრე არხმა ვერ გაატარა. ადგილობრივები პრობლემას საკუთარი ძალით უმკლავდებიან. ნასამხრალიდან დახმარების თხოვნის „112“-ისთვის არავის მიუმართავს.

მოამბე