უხვმა ნალექმა იმერეთში პრობლემები შექმნა. ქუთაისში წვიმამ რამდენიმე ქუჩა დატბორა. განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ფოთის ქუჩაზე, სადაც ეზოები, საცხოვრებელი სახლებისა და სავაჭრო დაწესებულებების პირველი სართულები დაიტბორა. ადგილზე მაშველები მუშაობენ.