ამ წუთისთვის სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა – საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მდებარე დასახლებაში, ღამემ ინციდენტების გარეშე ჩაიარა. სოფლის შესასვლელთან რჩებიან და ვითარებას აკონტროლებენ სამარათალდამცველები. ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიციის თანხლებით, სოფელში შესვლის შესაძლებლობა მიეცათ.
ნინო ფისაძე მუშაობს ადგილზე და ის ახლა ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის – რა ხდება ხურვალეთთან, როგორია ვითარება?