ტყით უკანონო სარგებლობისთვის ჯარიმები გამკაცრდა

ხე-ტყის მოჭრაზე რეგულაციები მკაცრდება.

უკვე დამტკიცებული კანონპროექტი სახელმწიფოს კუთვნილ ყველა ტერიტორიაზე, მათ შორის ნაკრძალებზეც ვრცელდება. იზრდება ფინანსური სანქციები. საკმაოდ სოლიდური ჯარიმების გადახდა მოუწევთ ტყის რესურსის არა მხოლოდ მომპოვებლებს, არამედ მათაც, ვინც მათ ტრანსპორტირებას და გადამუშავებას უზრუნველყოფს. კანონის აღსრულებას გარემოს დაცვის სამინისტრო გააკონტროლებს.

უკვე ამოქმედებულ რეგულაციებს გარემოს დამცველების ნაწილი არასაკმარისად მიიჩნევს.