ზაფხულის დადგომასთან ერთად, ტყეში ხანძრების გაჩენის ალბათობაც მატულობს. სწორედ ამიტომ, ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ცნობიერების ამაღლების მიზნით კამპანია დაიწყო. მის ფარგლებში მოინიშნა ის ადგილები, სადაც ცეცხლის დანთება იქნება შესაძლებელი, ასევე განთავსდა სპეციალური ბანერები, რომლებიც დამსვენებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ამასთან, დამზადდება კლიპებიც, რომლებშიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები მოქალაქეებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდიან.
გენო ოსიყმაშვილი დეტალებით.