მკვეთრად მომატებული ტემპერატურა ახალ გამოწვევას ქმნის.
იზრდება ტყის ხანძრების საფრთხე. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ტყის მასივებში ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაუდევრობაა. მიმდინარე წელს უკვე მსგავსი 20-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ტემპერატურის მატების და მაღალი სიცხეების ფონზე პრევენციული ზომების მიღება აქტიურდება და ტყეებზე კონტროლი მკაცრდება. დამსვენებლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების წესების გაცნობის გარდა, ტყის მასივებს დრონებითაც აკონტროლებენ.