კანადაში, ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციაში ტყის ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. პრესკონფერენციაზე პროვინციის პრემიერმა დევიდ ებიმ განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა. კერძოდ, პროვინციაში ბოლო დღე-ღამეში ხანძრის ფართობი 64-დან 6 800 ჰექტრამდე გაიზარდა. 15 ათასი საცხოვრებელი სახლიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. კანადაში ტყის ხანძარი ასევე მძვინვარებს ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე. ცეცხლი აღნიშნული რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრს უახლოვდება.