მსოფლიოს ათეულობით ქვეყანას გაუსაძლისი სიცხე აწუხებს.
ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუაზღვისპირეთში ჰაერის ტემპერატურა რეკორდულ ნიშნულს აღწევს. პროგნოზი დამაიმედებელი არ არის. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ მომდევნო დღეებში ტემპერატურა კიდევ მოიმატებს, რაც გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. აშშ-სა და ევროპის სამხრეთ ნაწილში მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ტყის ხანძრების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საბერძნეთში, შვეიცარიასა და ესპანეთში, სადაც სტიქია დასახლებულ პუნქტებს ემუქრება. სტიქიის ზონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.
პარალელურად, ჩინეთს ძლიერი ტაიფუნი დაატყდა თავს. ევაკუირებულია 230 ათასი ადამიანი.