კინოთეატრ „ამირანში“, ანიმაციური ფილმის, „ტყე ჩემი მეგობარია“ ჩვენება გაიმართა. სამ წუთიანი ანიმაცია, კლასიკური იაპონური მანგას სტილშია გადაწყვეტილი, რომელშიც მოთხრობილია ამბავი საკუთარი თავის ძიებაზე, ბრძოლასა და მეგობრობაზე. ანიმაციური ფილმის სიუჟეტი, გაერო-ს განვითარების პროგრამის იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა. ფილმის ჩვენებები, სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდობისთვის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაგრძელდება.