ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულების გამოსავლენად მეორე ტური საქართველოს ხუთი თვითმმართველი ქალაქიდან მხოლოდ ქუთაისში ჩატარდა.
თბილისში, რუსთავში, ფოთსა და ბათუმში ყველაფერი 21 ოქტომბერს გაირკვა. არჩეული მერები და საკრებულოები მუშაობას ოფიციალურად ხვალიდან იწყებენ. შედეგი კი ასე გამოიყურება. თბილისი მერი – კახა კალაძე გახდა; რუსთავის- ირაკლი ტაბაღუა; ფოთის – გოჩა კურდღელია. ბათუმის – ლაშა კომახიძე.