თვითმმართველობის არჩევნები 2021

საქართველოს მოქალაქეები დღეს 64 მერსა და 64 საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევენ. საარჩევნო უბნები უკვე გაიხსნა და ამომრჩევლებს საშუალება აქვთ, საკუთარი არჩევანი ამ წუთიდან საღამოს 20:00 საათამდე დააფიქსირონ. „მოამბის“ გადამღები ჯგუფები მუდმივ რეჟიმში მოგვაწვდიან ინფორმაციას ყველა რეგიონიდან, მათ შორის დედაქალაქიდან, სადაც ამ წუთებში ჩემი კოლეგა რატი ხვისტანი ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფება და პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება – დაიწყო თუ არა უკვე ხმის მიცემის პროცედურა.