თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრის დეტალებს იხსენებენ. ერთ-ერთი მოქალაქე ჰყვება, რომ ჩხუბის ხმა გაიგო. ადგილზე მისულს კი გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში დაჭრილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობა მას დანით ან ბასრი საგნით აქვს მიყენებული. მეზობლების თქმით, ცოტნე გამსახურდიას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა.