საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში „თვინინგის“ (დაძმობილების) რიგით მესამე პროექტი დაიწყო.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმის მიერ ხორციელდება.
პროექტის დაწყების ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა.
„მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი მარეგულირებელი სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ პროექტის მიზანია, სემეკ-ის შესაძლებლობების გაძლიერება, მომსახურების ხარისხის წამახალისებელი რეგულირებისა და ჭკვიანი აღრიცხვის დანერგვის მხარდამჭერი რეგულირების სტრატეგიის შემუშავების კუთხით.