თუშეთიდან მოსახლეობის ევაკუაცია დასრულებულია. სამაშველო ოპერაციის შედეგად 200-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი ტურისტებიც არიან. ამ დროისათვის ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს და უსაფრთხოდ არის. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის ვერტმფრენმა, ომალოდან სულ რვა რეისი განახორციელა. რაც შეეხება გზის გაწმენდით სამუშაოებს, ვითარებას ადგილზე ახლა გეოლოგები შეისწავლიან. სწორედ სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი, როდიდან იქნება შესაძლებელი პრობლემური მონაკვეთების განახლება. შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, უხვი ნალექის გამო, ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზა მნიშვნელოვნად დაზიანდა.