თურქული მხარე საბერძნეთს ბრალდებას უყენებს

თურქეთმა საბერძნეთის მხრიდან ეგეოსის ზღვის დემილიტარიზებული სტატუსის მქონე კუნძულებზე იარაღის შეტანის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. სააგენტო „ანადოლუ“ წერს, რომ ბერძნული ხომალდების მეშვეობით, კუნძულ ლესბოსსა და სამოსზე 18 და 21 სექტემბერს, 23 ტაქტიკური ჯავშანტრანსპორტი გადაიტანეს. უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დიალოგის გამართვისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ მოწოდების მიუხედავად, ათენი საერთაშორისო სამართლის და ალიანსის საპირისპიროდ მოქმედებს.