საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ღრმავდება. მთავარი მიმართულება სავაჭრო ურთიერთობებია.
სავაჭრო ბრუნვის გაორმაგება და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი მთავრობათაშორისი კომისია, – ამ შედეგით დაბრუნდა საქართველოს პრემიერი თურქეთიდან. მთვრობის წევრები იმედოვნებენ, რომ გიორგი გახარიას თურქეთში ვიზიტი ეკონომიკურთან ერთად, პოლიტიკურ ურთიერთობებსაც გააღრმავებს. ორი ქვეყნის პირველი პირები თურქეთში შეთანხმდნენ, რომ ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდება და ახალ ეტაპზე გადავა.
ვიზიტის შედეგები და შეფასებები მარიამ ბერძენიშვილის სიუჟეტში.