თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება - „მოამბე“ სტამბოლიდან
თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. საარჩევნო უბნების დახურვამდე სამი საათი რჩება. მოქალაქეები დღეს ქვეყნის მეცამეტე პრეზიდენტს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად იმართება. ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუ უპირისპირდებიან. საკუთარი არჩევანი უკვე ორივე კანდიდატმა დააფიქსირა. სტამბოლში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – ლევან ახალაია და პაატა ჯორჯიაშვილი.
როგორია ამომრჩეველთა აქტივობა და რას აცხადებენ კანდიდატები? #მოამბე სტამბოლიდან