თურქეთში ე. წ. ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირში ეჭვმიტანილი 101 ადამიანი დააკავეს

თურქეთში ჩატარებული კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოსთან” კავშირში ეჭვმიტანილი 101 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu Agency ავრცელებს.

სპეცოპერაცია ანკარასა და მის შემოგარენში ჩატარდა. სპეცრაზმმა 250-მდე საცხოვრებელი ბინა გაჩხრიკა. კონტრტერორისტულ სპეცოპერაციაში 1500-მდე ადამიანი მონაწილეობდა, მათ შორის სადაზვერვო სამსახურის ოფიცრები.

ერთი თვის წინ კონტრტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად 40-მდე ადამიანი დააკავეს, რომელთაც ჯიჰადისტებთან კავშირში ედებათ ბრალი.