შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის საკითხი რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინთანაც განიხილა. თურქეთის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ გაერო-სთვის დადგა დრო, განახორციელოს ქმედებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნების შექმნის გეგმასთან დაკავშირებით. თურქეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე და თქვა, რომ როგორც მანამდე, თურქეთი კვლავ მზად არის, უზრუნველყოს ყველა სახის მხარდაჭერა მოლაპარაკებების განსაახლებლად.