თურქეთის პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს
თურქეთის პრეზიდენტი საზღვრებს გარეთ ახალი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. ეს განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტამბოლში გამართული მიტინგის დროს გააკეთა. ერდოღანის თქმით, ანკარა ყველაფერს გააკეთებს, რომ საზღვარი ტერორისტებისგან გაათავისუფლოს.
თურქეთის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყანაში აპირებს თურქეთი ოპერაციის ჩატარებას, სტამბოლში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას თურქეთის პრეზიდენტმა საარჩევნო მანიფესტი წარადგინა. მან განიხილა როგორც საგარეო, ისე საშინაო საქმეები.
ერდოღანმა დაადასტურა, რომ ანკარას კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თურქეთში ვადამდელი არჩევნები 24 ივნისს გაიმართება.