თურქეთის პრეზიდენტი ათენს ეწვია. რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბერძენ კოლეგასა და პრემიერს შეხვდა. ეს თურქეთის ლიდერის პირველი ვიზიტია ბოლო 6 წლის განმავლობაში, რომლის მიზანსაც ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს. მეზობელ ქვეყნებს შორის არაერთ საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, გასული 50 წლის განმავლობაში, ანკარა და ათენი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვარზე.