საქართველოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ეწვევა, თუმცა თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის. ამის შესახებ საქართველოში თურქეთის ელჩმა განაცხადა. დიპლომატის განცხადებით, თურქული მხარე საქართველოს მთავრობასთან თარიღის შეთანხმებას ელოდება. განცხადება ელჩმა ილია ჭავჭავაძის ბიუსტთან გააკეთა, სადაც საელჩოს წარმომადგენლებმა სიმბოლურად თურქეთის დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.