თურქეთის ელჩი პარლამენტში

საქართველოში თურქეთის ელჩი კირბალში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა. ალი ქაან ორბაიმ საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მწუხარება გამოთქვა კირბალთან მომხდარ ფაქტზე. მისი თქმით, ეს არის მიმდინარე ოკუპაციის შედეგი და იმედია აღარ განმეორდება. კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, სადაც ელჩის მოსმენა გაიმართა, ელჩი დეპუტატებს ესაუბრა თემაზე „საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა“. მისი თქმით, ორივე ქვეყანა რეგიონში საკმაოდ ცვალებად გარემოშია, თურქეთმა და საქართველომ შეძლეს ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანა. ელჩმა კიდევ ერთხელ გამოთქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა. სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სხდომა დაიხურა და კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა