ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში თურქეთის სპეციალიზებული სამი სახანძრო თვითმფრინავები ჩაერთო. საერთაშორისო დახმარების ფარგლებში, თურქეთიდან საქართველოში გამოგზავნილ სახანძრო თვითმფრინავებს რვა ტონა წყლის გადაზიდვა შეუძლია. თურქეთის ჩართულობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძარზე ისაუბრეს. თურქული მედიის ცნობით, მევლუთ ჩავუშოღლუმ ქართველ კოლეგას ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას დაჰპირდა.