თურქეთი ხვალ საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს ხვალ ქალაქი გირესუნი. ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნული თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. მას თურქმა კოლეგამ უმასპინძლა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორის თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატო-ს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები იყო.

ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებულ რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა.