ოლიმპიურ აუზზე 17 წლამდე წყალბურთელთა შორის, ნოდარ გვახარიას სახელობის თასი გათამაშდა.
ტურნირში მონაწილეობა თურქეთის, რუსეთის და საქართველოს ორმა გუნდმა მიიღო. ოთხთა ტურნირზე საუკეთესო შედეგი თურქეთმა დააფიქსირა და ნოდარ გვახარიას სახელობის თასი მოიპოვა. საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა, დღეს რუს თანატოლებთან დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში, ანგარიშით 9:10 წააგო. შედეგად მეორე ადგილი რუსეთმა, ხოლო მესამე და მეოთხე ადგილები ქართულმა გუნდებმა გაინაწილეს. ეს ტურნირი ევროპის ჩემპიონატამდე ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იყო.
ევროპის 17 წლამდე წყალბურთელთა ჩემპიონატს თბილისი, კერძოდ კი ოლიმპიური აუზი, 11 აგვისტოდან უმასპინძლებს. შეხვედრების პირდაპირ ეთერში ნახვა, საქართველოს პირველ არხზე იქნება შესაძლებელი.