აგვისტოში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 1 294 926 შეადგინა.
ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 10%-ია. ვიზიტორთა მონაცემების შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ადმინისტრაციამ წარადგინა. გიორგი ჩოგოვაძის განცახდებით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეათიდან შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ზრდის კუთხით გამოირჩეოდნენ: რუმინეთი, ესტონეთი, ნიდერლანდები, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ჩეხეთი, გაერთიანებული სამეფო და ესპანეთი.