სასტუმრო „პულმანში“ ტურიზმის საერთაშორისო ბიზნესფორუმი გაიმართა. ბიზნესფორუმის ფარგლებში, საქართველოს ათამდე საინვესტიციო კომპანია და 40-მდე ვლოგერი ეწვია, რომლებიც საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოს, ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობებს და ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან. მისი მიზანი, საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ტურიზმის განვითარებაა.