ტურიზმის მზარდი სტატისტიკა

საქართველოში ტურისტების რაოდენობა 33%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი  – 13.2%-ით გაიზარდა, – ეს 2018 წლის მონაცემია.  მარტში საქართველოს 578 ათას 514 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 67,472-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.  ყველაზე მეტი ვიზიტორი მეზობელი სახელმწიფოებიდან – აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და ირანიდან შემოვიდა.