ტურიზმის გაუმჯობესებული მაჩვენებლები.
წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოში შემოსული ტურისტული ნაკადების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 10%-ით აჭარბებს. ვიზიტორების რიცხვი განსაკუთრებით არის გაზრდილი საფრანგეთიდან, გერმანიიდან და სპარსეთის ყურიდან. სტატისტიკის გაუმჯობესებას ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად დაგეგმილ მარკეტინგულ კამპანიას, ასევე ახალი ავიარეისების დანიშვნას უკავშირებენ. ქვეყანა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. მომდევნო თვეებში ტურისტული ნაკადების კიდევ უფრო მატებას ელოდებიან.