პანდემიის შემდეგ ტურიზმის სექტორში 80 %-ანი აღდგენა ფიქსირდება.
დადებითი ტენდენციის მთავარი მიზეზი, საერთაშორისო მოგზაურების გაზრდილი რაოდენობაა, რაც ბოლო სამ კვარტალში, 5,5 მილიონს აჭარბებს. ტურ-ოპერატორები სექტორის პანდემიამდელ ნიშნულთან მიახლოებას პირდაპირ ფრენებსაც უკავშირებენ, რომელიც ბოლო პერიოდში რამდენიმე ათეულ ქვეყანასთან ხორციელდება. 2024 წლის ცხრა თვის მონაცემებით, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტი ოთხნახევარ მილიონ მგზავრს მოემსახურა.